|
2016-10-27 14:59:09, 642 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს წარმომადგენელი: არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ იცოდა, რომ მანდატები ასე გადანაწილდებოდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი კანონის და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში გამოსცა, - ამის შესხებ ჟურნალისტებს ცესკო-ს წარმომადგენლემა, თენგიზ შარმანაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. შარმანაშვილის თქმით, არანაირი კოლიზია საარჩევნო კოდექსის შესაბამის ნორმებსა და კონსტიტუციის 50-ე მუხლის მეორე პუნტქთან არ არსებობს. „ამის დასაბუთებას ცდილობდა მოსარჩელე მხარე, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი არგუმენტები იყო არასამართლებრივი და უფრო პოლიტიკურ მოტივებს ეხებოდა. არგუმენტები არის ის,რომ 50-ე მუხლი არ აწესრიგებს იმ წესებს, რა წესებითაც უნდა ტარდებოდეს არჩევნები და ნაწილდებოდეს მანდატები. კონსტიტუციის 50-ე მუხლი ამბობს, რომ ასეთი საკითხების დელეგირებას ახდენს საარჩევნო კოდექსისათვის, ეს საკითხები საარჩევნო კოდექსმა მოაწესრიგა. სხვა დანარჩენს უფრო პოლიტიკური მოტივები აქვს, ვიდრე სამართლებრივი“, - აღნიშნა შარმანაშვილმა. მისივე ინფორმაციით, კონსტიტუციაში არ წერია, რომ მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს. „როგორ და რა წესით უნდა გადანაწილდეს მანდატები, ამის ინტერპრეტირება ხდება ორგანულ კანონში. ჩვენ ვეთანხმებით ამას. ეს თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა. ახლა რომ შეცვლილიყო თამაშის წესები, როდესაც ყველამ თავის შედგი იცის და მერე მოეხდინა კანონმდებელს კონსტიტუციის ასეთი სახით ინტერპრეტირება, როგორსაც ჩვენი მოწინააღმდეგები ამბობენ, კიდევ დასაჯერებელი იქნებოდა. ახლა კი, ყველა ამ თამაშის წესებით შევიდა ამ თამაშში და დადგენილი წესებით განაწილდა მანდატები“,-განმარტა შარმანაშვილმა. ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსი“ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გადასანაწილებელი 17 მანდატიდან "პატრიოტთა ალიანსმა" 3 მანდატი მიიღო და ფრაქციის შესაქმნელად (6 მანდატი) საჭირო 3 მანდატი დაემატა, დარჩენილი 14 კი, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გადანაწილდა. "პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატების თანაბარი განაწილების პრინციპი დაირღვა და მათ 6-ის ნაცვლად, 10 მანდატი უნდა მიეღოთ.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)