|
2016-10-25 17:45:01, 797 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს
„პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფართომასშტაბიან გამოძიებას იწყებს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ პარტიის წევრები არ შეეგუებიან იმ ციფრებს, რა ციფრებიც აჩვენა არჩევნების შედეგებმა. „დღეს ჩვენ ოფიციალურად ვართ საპარლამენტო პარტია. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა საპარლამენტო ტრიბუნა, მაგრამ ჩვენს გარდა არსებობს უამრავი პარტია, რომელიც ვერ აღმოჩნდა პარლამენტში. თქვენ იცით, რომ პარტიების თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატებში ისედაც მიმდინარეობდა და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბლოკი, რომელიც ექვსპარტიულია შეეცდება, რომ იყოს ხიდი და წარმომადგენელი პარლამენტში სხვა პარტიების, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ პარლამენტში. ჩვენ ყველა ერთად შევეცდებით განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი გამოძიება იმისა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. მინდა შეგახსენოთ რომ, საგარეჯოს არჩევნების შემდეგაც ჩატარდა ასეთი გამოძიება. მთავარი გამყალბებელი ამ არჩევნებისა - „რესპუბლიკური პარტია“, დღეს 1,5%-იანი პარტიაა. ამ გამოძიების შედეგები შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს, როგორც ხელისუფლებისთვის ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა მთლიანად შესაცვლელია და ამ საარჩევნო სისტემის არსებობის პირობებში, საქართველოს არ აქვს საარჩევნო მომავალი. „არსებულმა სისტემამ ვერ უზრუნველყო ვერც ერთი სამართლიანი არჩევნები გასული 20-30 წლის განმავლობაში. საქართველოში კომუნისტური პერიოდიდან მხოლოდ ერთადერთი სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და რომელშიც სრულიად სამართლიანად და ღირსეულად გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, მას მერე ქვეყანაში არ ჩატარებულა არც ერთი სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა თარხან-მოურავმა. თარხან-მოურავის თქმით, დაიგეგმა ძალიან ცუდი არაერთი პრაქტიკა, მათ შორის არის ეგზიტპოლები. "ჩვენს ქვეყანაში მუდმივად შემოდიან სრულიად უსახელო ორგანიზაციები, რომელთა სახელწოდებები არაფერს არ გვეუბნება, ეს არის აბრევიატურა - A, B, O, W, T, N, K, F, N და მერე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ვიღაცამ ჩაატარა კვლევა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა, ან რაიმე შედეგი და შემდეგ რატომღაც არჩევნების შედეგების დაახლოვება ხდება ამ მონაცემებთან, მაგრამ დაახლოება იმ ხალხისთვის, ვისაც არა აქვს სპეციალიზებული მათემატიკური განათლება. ცუდია რომ ამაში ჩაება ახლა ხელისუფლებაც. მინდა შეგახსენოთ, რომ არჩევნებამდე ათი დღით ადრე ჩამოყვანილმა ვიღაცა FJ-მ და შემდეგ ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილმა კომპანიამაც თქვა, რომ ჩვენ პარტიას ჰქონდა 2,5%. - ამაზე ჩვენ ერთი წელია ვლაპარაკობთ და მერე ეს დაცინვის საგანი ხდება რატომღაც“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)