|
2016-10-25 16:55:59, 1598 ნახვა
სამართალი
რუსთავში შსს-ს „112“-ის ახალი ცენტრი გაიხსნა
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში შსს-ს „112“-ის ახალი ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. „ახალი თაობის 112“ გადაუდებელი დახმარების მსოფლიოს საუკეთესო ცენტრების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. რუსთავის „112“ თბილისის ცენტრის პარალელურ რეჟიმში იმუშავებს და მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეთა ზარებს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. ახალი ცენტრის მიზანია „112“-ის გამართული, უწყვეტი ფუნქციონირება და თბილისის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის განტვირთვა და დაზღვევა. „საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის და ამ კუთხით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შს სამინისტრო მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული, - განაცხადა ცენტრის გახსნაზე გიორგი მღებრიშვილმა, - იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევაზე სახელმწიფოს რეაგირების სტანდარტი იყოს უფრო მაღალი, დღეს უკვე ამ ახალ შენობაში, რუსთავში მუშაობას იწყებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ალტერნატიული ცენტრი. შსს-ს „112“ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია. ის წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქესა და საგანგებო-სამაშველო სამსახურებს შორის. შესაბამისად, მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ „112“-ის ახალ ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემოა შექმნილი. შენობაში არსებული ე.წ. ანტისტრესული ოთახები იქ მომუშავე დისპეტჩერ-ოპერატორებს რთული სამუშაო პროცესის შემსუბუქების საშუალებას მისცემს. „ახალი თაობის 112“-ში, ასევე, განთავსებულია ტრენინგცენტრი, რომელიც პროფესიონალ ოპერატორ-დისპეტჩერებს მოამზადებს. ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები 4 წლის განმავლობაში შსს-ს „112“-ში წარმატებით განხორციელებულ და დაგეგმილ, ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ, არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პირველი ზარის მიღების პროცესსაც დაესწრნენ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)