|
2016-10-25 14:53:10, 712 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე: არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
ჩვენ პარტიულად აღარ ვსაქმიანობთ, ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. „ჩვენი მდგომარეობა არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. მინდა კარგად და ნათლად იყოს გასაგები ყველასთვის. ჩვენ აღარ ვართ „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის წევრები. აქედან გამომდინარე, აღარ ვსაქმიანობთ პარტიულად, ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. ესეც მინდა მკაფიო და ნათელი იყოს ყველასთვის. არანაირი შემოთავაზებები და მოლაპარაკებები არავისთან არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ზურა აბაშიძემ. ზურა აბაშიძემ საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მხრივ სახელმწიფოს ცუდი გამოცდილება აქვს. „რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხს. ჩვენს ქართულ სახელმწიფოს აქვს საკმაოდ ცუდი გამოცდილება საკონსტიტუციო უმრავლესობის, რომელიც ბოროტად იყო გამოყენებული ერთი პოლიტიკური ძალის და ერთი პიროვნების ხელში. ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად კონსტიტუცია შესაცვლელია ძალიან ბევრი მიმართულებით. ასე რომ, გამოვთქვამ იმედს, რომ კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში ეს საკითხი - თუ მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება, არ იქნება ბოროტად გამოყენებული, იქნება მიმართული ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესებისა“, - განაცხადა აბაშიძემ.
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)