|
2016-10-24 12:40:51, 986 ნახვა
პოლიტიკა
ვალერი გელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ხაშურის მოსახლეობას ვალერი გელაშვილმა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა. „წინ მეორე, გადამწყვეტი ტურია. კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ!”,-აღნიშნა მან. ამასთან, ხაშურის ცენტრში ახალგაზრდების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია,მსვლელობა გაიმართა. ახალგაზრდებმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. "გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში ჩავებათ აქტიურად. როგორც მოგეხსენებათ ხაშურში, არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი იყრის კენჭს. კარგად გადავხედეთ მათ წარსულ ცხოვრებას და არჩევანი გავაკეთეთ ნათელ მომავალზე",-განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი ცხოვრებაძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)