|
2016-10-24 11:51:24, 1953 ნახვა
პოლიტიკა
მღებრიშვილი: ყველა იმ ადამიანის პირადი მტერი ვიქნები, ვინც ხელს აღმართავს ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე
ყველა იმ ადამიანის პირადი მტერი ვიქნები, ვინც აღმართავს ხელს ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია შს მინისტრის ინიციატივით დაიწყო. კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში" ფარგლებში ხორციელდება. კამპანიის მიზანი, ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. “არ შეშინდეთ, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, მთელი ჩვენი უწყება 40 000 ადამიანი თქვენს გვერდით ვართ, იმისთვის რომ დაგიცვათ”,- განაცხადა მღებრიშვილმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)