|
2016-10-24 11:17:44, 808 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კოპალეიშვილი ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ბორჯომი-ასპინძის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ახალქალაქი - ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დაესწრნენ. მათ ქალაქ ვალეს მოსახლეობას გიორგი კოპაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. როგორც გიორგი კოპაძემ შეხვედრისას განაცხადა, მოსახლეობა 30 ოქტომბერს თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. „30 ოქტომბერს მეორე ტურია! 30 ოქტომბერს თქვენი ხმა იგებს! თქვენ თავად განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს! „–აღნიშნა მან. დავით სერგეენკო , მიხეილ სარჯველაძე და გოჩა ცოფურაშვილი ვალის დასახლებაში არსებულ პრობლემებს პირადად ადგილობრივებისგან გაეცნენ. პრობლემათა დიდი ნაწილი უკვე არის გათვალისწინებული 2017 წლის პროგრამებში, რომელთა განხორციელების შედეგად სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ადგილობრივებმა ვალეში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯანდაცვის მინისტრი ვალელებს სამედიცინო ცენტრის გახსნას დაჰპირდა. (NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)