|
2016-10-24 10:56:07, 715 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ხურვალეთის, ნადარბაზევის, შავშვებისა და წითელუბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა. „ 2012 წლიდან ჩვენმა ხელისუფლებამ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრი პროგრამა, პროექტი და რეფორმა განახორციელა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. დღეს ადამიანები აღარ იდევნებიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრის გამო, ბიზნესი გათავისუფლთა სახელმწიფო წნეხისგან, ათასობით უდანაშაულო ადამიანი აღარ იხდის სასჯელს და აღარც აქვთ განცდა იმისა , რომ ხვალ მათ კიდევ ერთხელ უკანონოდ დააპატიმრებენ, სწორედ ესაა დემოკრატია , რომელიც არის ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ახალი ცხოვრების შენებისა“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სოფლის მეურნეობის განვითარება. „ადგილობრივი ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ისეთი პროგრამები , როგორებიცაა “ დანერგე მომავალი’’ და“ აწარმოე საქართველოში“. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში , გორის რაიონში უკვე არაერთი სასოფლო -სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განაშენიანება მოხდა. მომავალი წლიდან კიდევ უფრო მასშტაბული გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული აგრო პროგრამები“,- აღნიშნა თემურ ხუბულურმა. (NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)