|
2016-10-23 11:53:14, 1078 ნახვა
პოლიტიკა
მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურები გაიმართება
განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ანა მიქელაძემ ცესკოში 02:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩვენო კომისია მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურების თარიღი 30 ოქტომბრით განისაზღვრება. 1. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ / ისრაფილ ბაირამოვი - 3 ხმა 3. “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ / ვეფხია გურგენიშვილი - 2 ხმა 5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /აკმამედ იმამკულიევი - 381 ხმა 7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ / ელდარ მუსტაფაევი - 4 ხმა 8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / ალი ისაევი - 7 ხმა 17. “საქართველო“ / ომარ წამალაიძე 1- ხმა 23. “ჩვენები - სახალხო პარტია“ / თეონა ქავთარია - 0 ხმა 41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / თამაზ ნავერიანი - 313 ხმა №48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია: №5 აკმამედ იმამკულიევი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 10 026 ხმა (48,11%) №41 თამაზ ნავერიანი ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 9 051 ხმა (43.43%) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, სამივე საარჩევნო უბნის შედეგები შემდეგია: 1. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ / ბესიკ თოდუა – 8 ხმა (0,56%) 5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / სანდრა ელისაბედ რულოვსი – 438 ხმა (30,50%) 7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ / ჯონდი ზარანდია - 5 ხმა (0,35%) 8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / ირაკლი ჩანგელია - 2 ხმა (0,14%) 28. “ზვიადის გზა - უფლის სახელით“ / რამაზ ჩაჩიბაია - 2 ხმა (0,14%) 41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ედიშერ თოლორაია - 981 ხმა (68,31%) სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, №66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია: №5 სანდრა ელისაბედ რულოვსი / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 10 692 ხმა (44.8%) №41 ედიშერ თოლორაია / ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 11 607 ხმა (48.63%)
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)