|
2016-10-23 11:46:08, 784 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება
წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება. როგორც ანა მიქელაძემ ცესკოში 02:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩვენო კომისია მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურების თარიღი 30 ოქტომბრით განისაზღვრება. წინასწარი მონაცემებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / ბესიკი გაბუნია - 439 ხმა (30,79%) 6. “უსუფაშვილი რესპუბლიკელები“ / ირაკლი ქოჩუა - 10 ხმა (0,70%) 8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / გურგენ სართანია - 23 ხმა (1,61%) 41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ლაშა გოგია - 954 ხმა (66,90%) სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანიდიდატია: №5 ბესიკი გაბუნია / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 14 360 ხმა, (44. 82%) №41 ლაშა გოგია / ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” 14 152 ხმა, (44.17%) შეგახსენებთ, რომ ყველა საუბნო საარჩევნო ოქმი ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)