|
2016-10-22 20:15:52, 812 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მთელი დღის განმავლობაში, სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა
მთელი დღის განმავლობაში, სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ არჩევნები. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური ლიდერების ყოფნა დაძაბულობის თავიდან აცილების პრევენცია იყო. "მთელი დღის განმავლობაში სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა. აქტიურობა ორივე მხრიდან მხარდამჭერების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი იყო.რაიმე ტიპის დაძაბულობასა და ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მშვიდობიანად და ძალიან თავისუფლად მოდიოდა ამომრჩეველი და აფიქსირებდა თავის არჩევანს. შედეგი იქნება ისეთი, როგორი არჩევანიც გააკეთა ჯიხაშკარისა და განმუხურის მოსახლეობამ. გარკვეულწილად ჩვენი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა პრევენცია იყო დაძაბულობის თავიდან აცილების. ორივე მხრიდან იყო ლიდერების აქტიურობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ კანდიდატის აგიტაციას ვეწევით", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)