|
2016-10-22 17:24:05, 850 ნახვა
პოლიტიკა
მარნეულის გამგებელი იმამკულიევის ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიუკს უწოდებს
მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატ აკმამედ იმამკულიევის ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიუკს უწოდებს. როგორც თოფჩიშვილმა აღნიშნა, პატრული აწესრიგებს მოძრაობას გამონდინარე იქიდან, რომ 2 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გზები სპეციალურად ჩახერგეს. "ეს მორიგი ტრიუკია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. პატრული აწესრიგებს მოძრაობას გამონდინარე იქიდან, რომ 2 ოქტომბერს აქ სპეციალურად იქნა ჩახერგილი გზები „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების მხრიდან, რადგან შეეცადნენ, რომ მოეწყოთ დესტაბილიზაციის კერა. ამჟამად პატრული აწესრიგებს მოძრაობას. ცალმხრივი მოძრაობაა გაკეთებული ხელახლა, რომ არ ჩახერგონ, სიტუაცია სრულიად ექვემდებარება კონტროლს. აქ ერთი უბანია მხოლოდ, 48-ე. სოფლებიდან აქ მოსახლეობა ვერ ჩამოვა. ვინც ცხოვრობს ამ უბანზე, ამ საარჩევნო უბანზე მოდის მხოლოდ ის მოსახლეობა. გადაადგილება უპრობლემოდ ხდება. აფსურდია, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ. არის საპატრულო მანქანები, რომლებიც აწესრიგებენ მოძრაობას", - განაცხადა თოფჩიშვილმა. შეგახსენებთ, რომ იმამკულიევის განცხადებით, საპატრულო პოლიცია და ზედმახედველობის სამსახურის უფროსი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლაში ხელს უშლიდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საარჩევნო უბანზე ავტომობილების გარეშე მისულიყვნენ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)