|
2016-10-22 13:56:23, 736 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე, 12:00 საათის მონაცემებით, 7 საჩივარია დაწერილი. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, პროცესების შეფერხება უბანზე დამკვირველებისა და უფლებამოსილი პირების დიდი რაოდენობით ყოფნამ გამოიწვია. „როგორც ერთ-ერთ საჩივარშია აღნიშნული, თითქმის კენჭისყრის პროცესი დაიწყო 15 წუთის დაგვიანებით. საარჩევნო ადამინისტრაციამ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შევიდა 08:15 წუთზე და რა თქმა უნდა, ამომრჩევლის შესვლის შემდეგ დაიწყებოდა კენჭისყრის პროცესიც. გარდა ამისა, უნდა აღნიშნოს,რომ აღნიშნულ სარჩევნო იმყოფება სკამოდ ბევრი დამკვირვებელი და საარჩევნო უბანზე ყოფნის მქონე უფლებამოსილი პირები, რამაც გამოიწვია კიდეც გარკვეული პროცესების შეფერხებაც“, - განმარტა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. მიქელაზე აღნიშნულ უბანზე კიდევ ერთ საჩივართან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, საჩივარში აღნიშნულია,რომ 48-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხმამაღლა არ გამოაცხადა. ცესკო-ს განცხადებით, მათ გადაამოწმეს ინფორმაცია და კომისიის თავმჯდომარემ დაიცვა კანონით დადგენილი წესები. საარჩევნო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ უბანზე მყოფი ადამიანების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, ზოგიერთმა წარმომადგენელმა, შესაძლოა ხმაურის გამო ინფორმაცია ვერ გაიგო. „რამდენიმე საჩივარი შეხება თავად ამომრჩევლების მიერ კაბინის გარეთ ხმის მიცემის მცდელობის განხორციელების ფაქტებს. ეს ერთეული ფაქტები დაუყოვნებლივ აღმოფხვილი იქნა თავად კომისიის წევრების მიერ. ანუ როდესაც ამომრჩეველი ცდილობდა, ხმა მიეცა კენჭისყრის კაბინის გარეთ,კომისიის წევრები მიუთითებინებდნენ ამომრჩევლებს, რომ შესულიყვნენ კაბინაში და იქ განეხორციელებინათ საკუთარი კონსტიტუციური უფლება", - აღნიშნა ანა მიქელაძემ. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)