|
2016-10-22 13:37:47, 681 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა
NDI -ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ყიზილაჯლოში ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, "ნაცმოძრაობის" ლიდერები ყიზილაჯლოში ხელმეორედ სიტუაციის დაძაბვას ვერ მოახდენენ. „ეს არის „რუსთავი 2“-ის და მისი ხელმძღვენელობის მოგონილი მორიგი სიცრუე. NDI -ის განცხადებაში არაფერი მსგავსი არ ეწერა. არჩევნები ჩატარდა ისეთ მშვიდ გარემოში, როგორც არასდროს ჩატარებულა. იყო რადენიმე დარღვევა და ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ დარღვევებში მონაწილეობდა, ვერანაირი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც აქ არიან, ვერ მოახდნეენ ხელმეორედ ვითარების დაძაბვას და ძალადობის პროვოცირებას. მაშინ რაც გააკეთეს, არა მხოლოდ უბნის დარბევა და პოლიციელებზე თავდასხმა იყო, არამედ მათ გადააბიჯეს იმ ზღვარს, რომლის მიღმა ძალიან სერიოზული საფრთხეები იწყება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა იმამკულიევმა პირადად გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)