21:41 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 12:55:51, 637 ნახვა

პოლიტიკა
ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე 12:00 საათის მონაცემებით ხმა 303-მა ამომრჩეველმა მისცა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ხმა 303-მა ამომრჩეველმა მისცა.

როგორც ასანიძემ აღნიშნა, არჩევნები მაღალი აქტივობით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაწერილია 5 საჩივარი.

იაკობ ასანიძემ ინფორმაციით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს შეეხება.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე 1436 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცნობისთვის, ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება.

განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ  და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე (№66.67.38, №66.67.79 და №66.67.108), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს.

ზუგიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ 3 საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. (შესაბამისად, ამომრჩევლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მიიღებენ 2-2 ბიულეტენს, ხოლო მარნეულში - ერთს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics