|
2016-10-22 11:05:36, 727 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანი მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე გაიხსნა. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთ უბანზე ელექტროენერგია არ იყო, ამიტომ პროცედურების ჩატარება სანთლის შუქზე მოხდა. ამ დროისთვის კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება. განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე (№66.67.38, №66.67.79 და №66.67.108), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს. ზუგიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ 3 საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. (შესაბამისად, ამომრჩევლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მიიღებენ 2-2 ბიულეტენს, ხოლო მარნეულში - ერთს).
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)