|
2016-10-22 10:32:53, 640 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოებმა ყიზილაჯლოს #48-ე საარჩევნო უბანზე 5 საჩივარი დაწერეს
"დავწერე 5 საჩივარი. დარღვეული იყო თავიდანვე საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის" დამკვირვებელმა თეა ქეცბაიამ ყიზილაჯლოს #48-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, დარღვევები ხმის მიცემის დროსაც დაფიქსირდა. "დარღვეული იყო თავიდანვე საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები. გაიხსნა დაგვიანებით, შესაბამისად წილისყრები ჩატარდა დარღვევით. ორი წილისყრა საერთოდ გამოტოვეს. ასევე, დარღვეული იყო პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა, რადგან პირველი ამომრჩევლის მიღებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ იყო დარიგებული. ასევე, არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობები, არ გამოუცხადებიათ სპეციალური ბეჭდის ნომერი, გამოუცხადებიათ ლუქის ნომერი მითითების გარეშე და ა.შ. კენჭისყრის მიმდინარეობის ეტაპისთვისაც უკვე დაფიქსირდა დარღვევა. ამომრჩეველს რეგისტრატორების მაგიდასთან ახაზინებენ ბიულეტენებს, კაბინის უკან დგას დამკვირვებელი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით არღვევს კენჭისყრის ფარულობის პრინციპს. მე დავწერე 5 საჩივარი“,- განაცხადა თეა ქეცბაიამ. ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, #48-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)