|
2016-10-22 08:52:52, 650 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყონ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებული არც ერთი მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც მისცემდა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამის ვადებში განხილვისა და კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების შესაძლებლობას. „ზემოაღნიშნულის მიუხედავად ცესკოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია საფუძვლიანად გამოკვლეულ იქნას თითოეული შემთხვევა - დადგინდეს გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობა, მონაწილე პირების ვინაობა და სხვა ფაქტები. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ვიდეობის შესწავლა. საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე, მოუწოდებს ვიდეომასალების ავტორებს, ფრაგმენტებად გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან და შესაბამის ორგანოებს წარუდგინონ სრული, უწყვეტი ვიდეო მასალა ობიექტური რეალობის დადგენისა და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ №68.79.46 უბნის კომისიის ცალკეულ წარმომადგენლთა ქმედების შესასწავლად, როგორც მოქმედი თანამშრომელების მიმართ, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა, დისციპლინური წარმოების კუთხით. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მსგავს ფაქტებზე აუცილებლად მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)