|
2016-10-22 08:11:43, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება. განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე (№66.67.38, №66.67.79 და №66.67.108), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს. ზუგიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ 3 საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. (შესაბამისად, ამომრჩევლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მიიღებენ 2-2 ბიულეტენს, ხოლო მარნეულში - ერთს). ცნობისთვის, ჯიხაშკარსა და ყიზილაჯლოში 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების გამო, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა, განმუხურში კი, შედეგები ბათილად ცნეს. შეგახსენებთ, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ხმათა 47,37% მოაგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა - 45,71%. რაც შეეხება მარნეულს, მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ აკმამედ იმამკულიევს ხმათა 47,91% აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ თამაზ ნავერიანს კი, 43,41%.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)