|
2016-10-22 08:08:22, 781 ნახვა
პოლიტიკა
ტელევიზიისა და რადიოს ეთერში დღეს წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება იკრძალება
კომუნიკაციების ეროვნული კომისია საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დღეს მაუწყებელთა ვალდებულებების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს, იკრძალება წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ხოლო კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის მიზნებისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და გაშუქების ვალდებულებები მაუწყებლებისათვის 00:00 საათიდან ხელახლა ამოქმედდა. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 ოქტომბრის №532/2016 განკარგულებით საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრები დღეს იმართება.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)