20:39 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 15:20:37, 1028 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თარხან-მოურავის ადგილს ზაზა ოქრუაშვილი დაიკავებს

აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თარხან-მოურავის ადგილს  „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქრუაშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც თარხან-მოურავმა აღნიშნა, საბჭოში შესვლის აზრს ვერ ხედავს, რადგან 1 კაცს არაფრის ძალა არ ექნება.

„მე არ შევდივარ აჭარის უმაღლეს საბჭოში. საბჭოში შესვლას აზრი ჰქონდა, როგორც მე ვამბობდი, 8 კაცით. ახლა ერთი კაცით რომ შევიდე, მე ვერ ვხედავ ამაში რამე სარგებელს. ზაზა ოქუაშვილი შევა. სწორედ იმიტომაც გააკეთეს ისე, რომ ბოლო-ბოლო ერთი კაცი შესულიყო, რომ მას არაფრის ძალა არ ჰქონოდა იქ“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics