|
2016-10-21 13:59:18, 725 ნახვა
პოლიტიკა
მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. „საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით არჩეულ დეპუტატს, ჩვეულებრივ აქვს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების უფლება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ამომრჩეველთა ინტერესების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გასაჟღერებლად. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. 10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%. ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლა მაჟორიტარი დეპუტატების 17%-მა. 73 მაჟორიტარი პარლამენტის წევრიდან 2012-2016 წლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 7 მაჟორიტარ დეპუტატს“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)