|
2016-10-21 13:31:07, 716 ნახვა
პოლიტიკა
თამარ კეკენაძე იზორიას მოუწოდებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას არ გადახედოს
,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს მოუწოდებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას არ გადახედოს. კეკენაძის განმარტებით, სრულად პროფესიულ ჯარზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2012 წელს ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იქნა მიღებული და ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს. " სრულად პროფესიულ ჯარზე გადასვლის გადაწყვეტილება 2012 წელს ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იქნა მიღებული. ნატოსთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა ოთხ წლიანი სამოქმედო გეგმა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, რომელსაც უნდა უზრუნველყო წვევამდელების და მათი ფუნქციების ეტაპობრივი ჩანაცვლება პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს არსებული გამოწვევების საპასუხოდ სჭირდება მაღალპროფესიული, მობილური სამხედრო შეიარაღებელი ძალები, ძლიერი რეზერვის სისტემით“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ. მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ აკონკრეტებს, შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება წვევამდელებთან დაკავშირებით.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)