|
2016-10-21 12:20:42, 691 ნახვა
პოლიტიკა
ბოტკოველი: თელავსა და ყვარელში პედაგოგებს აიძულებენ ხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მისცენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თელავსა და ყვარელში თანამდებობის პირები პედაგოგებს აიძულებენ ხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მისცენ. როგორც ბოტოკველმა აღნიშნა, „ამ იძულების მეთოდებით სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის დარღვევის ფაქტები იკვეთება, რაც ადამიანების ხმის მიცემის ფარულობის უფლების შეზღუდვას გულისხმობს“. „თანამდებობის პირები, კერძოდ, თელავის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი, ასევე ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაია დათუნაშვილი, ბაღის გამგეებსა და დირექტორებს იბარებენ და ავალებენ, რომ მხარდამჭერების 15-კაციანი სია გააკეთონ, რომელთაგანაც მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. გადამოწმების მექანიზმი ამ ჯგუფის მიერ დასახული არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სიაში მოხვდებიან, 41-ნომრიანი შემოხაზული ბიულეტენი უნდა გამოიტანონ კაბინიდან და კონკრეტულ პირს აჩვენონ საარჩევნო კომისიაში. ამის შემდეგ ჩააგდონ ეს ბიულეტენი ყუთში. იგივე ხდება ყვარელში, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხვდება პედაგოგებს და ავალებს სიების შედგენას. მოვუწოდებ პედაგოგებს, რომ არჩევანი საკუთარი სურვილისამებრ გააკეთონ“, - განაცხადა ბოტკოველმა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)