|
2016-10-20 20:17:50, 801 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: ახალმა თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს შელახული იმიჯი უნდა აღუდგინოს
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღიდგინოს შელახული იმიჯი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის გამო ჰქონდა და ეს უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ბესელია აღნიშნავს, მთავრობამ წესი შეცვალა, რომლის მიზანი იყო, არ დანიშნულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ თავად მოსამართლეებს აერჩიათ ის. „თქვენ გახსოვთ, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყო, ვინ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სწორედ ჩვენი ცვლილებით, რომელსაც ბევრი ოპონენტი ყავდა, გახდა შესაძლებელი, რომ ეს წესი შემოღებულიყო. არ დანიშნულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ თავად მოსამართლეებს აერჩიათ. სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის თვალსაზრისით, მივეცით შესაძლებლობა, პირველად თავად აერჩიათ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რაც თავისთავად გაზრდის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რადგან ის არის არჩეულ პირი”, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ახალ თავმჯდომარეს და მოსამართლეებს შესაძლებლობა აქვს ემსახურონ მართლმსაჯულებას და ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს. „თავმჯდომარეს ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. ვფიქრობ, ეს არის ის ფაზა და დასაწყისი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შელახული იმიჯი, იმ პოლიტიკური გავლენის გამო, რაც მას ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული ცუდი მემკვიდრეობით, უნდა აღიდგინოს და ეს უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ, განახლებულმა შემადგენლობამ და გათვისუფლებულმა მოსამართლეებმა, რომლებსაც დღეს აქვთ შესაძლებლობა ემსახურონ სწორედ მართლმსაჯულებას და ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)