19:51 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 19:08:41, 799 ნახვა

პოლიტიკა
„თუ „ოცნება“ მარტო დარჩება პარლამენტში, მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმურობა და იძულებული იქნება თავიდან ჩაატაროს არჩევნები“

თუ "ქართული ოცნება" დარჩება მარტო თავის პულტებთან, მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმურობა მსოფლიოს თვალში და იძულებული იქნება თავიდან ჩაატაროს არჩევნები, - ამის შესახებ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში.

შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მეორე ტურებისა და პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით ოპოზიციას შეუძლია ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიაღებინოს ხელისუფლებას.

"როგორც კი გაყალბებით, მოსყიდვით, ძალადობით და რეპრესიებით პარლამენტში გასული "ოცნება" დარჩება მარტო თავის პულტებთან, მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმურობა მსოფლიოს თვალში და იძულებული იქნება თავიდან ჩაატაროს არჩევნები. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ შევა პარლამენტში, ამ პარლამენტს უწერია მოკლე დღე და მაქსიმუმ გაზაფხულზე ჩვენ მივიღებთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics