|
2016-10-19 15:30:03, 777 ნახვა
პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა არჩევნების დროს ამაში უჩვეულო არაფერია
„საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინგერაციის კურსისთვის დიდი მიღწევაა“, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს განუცხადა. „რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ეს არ არის უჩვეულო საარჩევნო გარემოსთვის. დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, მათ შორის აშშ-შიც, მსგავსი პრობლემები პერიოდულად ვლინდება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, იმისთვის, რომ უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში და ძალადობის შემცველი ინციდენტების გამოძიება, სრულად და გამჭვირვალედ მოხდეს, როგორც პრინციპში ხდება კიდევაც. ეს საქართველოსთვის დიდი მიღწევაა და ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისთვისაც“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)