10:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 13:11:59, 707 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენები: დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი ლიდერია

ამერიკელი კონგრესმენები ერიკ პოლსენი და ბილ კიტინგი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანებიან და ქართველ ხალხს  არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ.

„ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიის მიმართ მტკიცე ერთგულების დემონსტრირებას", - ნათქვამია ერიკ პოლსენის განცხადებაში.

კონგრესმენი ბილ კიტინგი მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაწეულ სამუშაოს, რაც, მისი თქმით, უზრუნველყოფს იმას, რომ მთავრობა ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდეს.

„თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთელს რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ლიდერად აქცია", - წერს ბილ კიტინგი.

ბილ კიტინგი იმედს გამოთქვამს, რომ  საქართველოში არჩევნების მეორე ტურიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ლიდერის პოზიციას.

კონგრესმენების განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics