|
2016-10-19 11:22:21, 810 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: 68 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 68 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ჯამში, სუბარის განმარტებით, დევნილებისთვის გადაცემული სახლების რაოდენობამ 12 500 ზე მეტი შეადგინა: „68 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები თბილისში, წალკასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო 33 ოჯახი ნუცუბიძის ქუჩაზე იმიტომ, რომ ეს 33 ოჯახი თითქმის 20 წელი ცხოვრობდა კერძო საკუთრებაში. ერთი მხრივ, მესაკუთრე ვერ იყენებდა ქონებას, მეორე მხრივ დევნილებმა არ იცოდნენ, როდის მოხდებოდა მათი გამოსახლება. ჩვენ გამოვისყიდეთ შენობა მთლიანად და დავუმტკიცეთ დევნილებს. მათ გაუჩნდათ თავიანთი საკუთრება. ფაქტობრივად, მთავრობის სხდომა არ გავა, რომ დევნილებს არ გადაეცეთ სახლები. 12 500-ს გადაცდა მათ საკუთრებაში გადაცემული სახლები“,- განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)