|
2016-10-19 10:39:58, 674 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ევროპის რეფორმატორებისა და კონსერვატორების ჯგუფის კონფერენციას დაესწრება
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპის რეფორმატორებისა და კონსერვატორების ჯგუფის კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR) კონფერენციაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმართება. იგი სიტყვით გამოვა სამდღიანი სამუშაო სესიის პანელზე, რომელიც ვარშავის სამიტის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს, როგორც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად აღნიშნულ პანელზე მიწვეულია ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონი მაჩერევიჩი. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მიხეილ ჯანელიძისა და ანტონი მაჩერევიჩის პირისპირ შეხვედრა. მიხეილ ჯანელიძე ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფის (ECR) შეხვედრაზე ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის რიჩარდ ჩარნიცკის პირადი მიწვევით მიემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)