|
2016-10-18 16:07:13, 730 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: ოლქებში, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არ არიან, მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, ხმა სხვა პარტიებს მისცენ
ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას უნდა შევუშალოთ ხელი და აღვუდგეთ წინ, იმ ოლქებში, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არ არიან, მხარდამჭერებს მოვუწოდებთ ხმა სხვა პარტიებს მისცენ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მოქალაქეების ნაწილის მიმართვას. როგორც წერეთელმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საზოგადოებამ სახელისუფლებო კანდიდატებს უარი უნდა უთხრას. "ოლქებში სადაც არიან ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენ ამომრჩეველს ვერ მოვუწოდებთ, რომ სხვას დაუჭირონ მხარი. მაგრამ იქ, სადაც არ არიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სრულიად ბუნებრივი ის, რომ ჩვენ ამ იდეას ვეთანხმებით. სწორედ საზოგადოება უნდა განეწყოს და უარი უთხრას სახელისუფლებო კანდიდატებს. ბუნებრივია ეს გულისხმობს იმას, რომ მხარი უნდა დაუჭირონ ყველას, გარდა სახელისუფლებო კანდიდატებისა", - განაცხადა წერეთელმა. მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილის მიმართვა კარგი აზრია, იმ პირობებში, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. "შემპასუხებელი თეორიულად ეყოლება. "ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ დიდი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, თუმცა რთული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ვერ გეტყვით შედეგიანი იქნება თუ არა მსგავსი მიმართვა. ეს არის მოსაზრება საზოგადოების ერთ ნაწილში, სხვა ნაწილი შეიძლება სხვანაირად ფიქრობს. მთავარია, ჩვენ ვიმოქმედოთ და ბრძოლა ძალიან აქტიურად უნდა გაგრძელდეს, როგორც არჩევნების მეორე ტურამდე, ისე მის შემდეგაც. კონკრეტულად როგორი იქნება შედეგები, ამას მეორე ტურის შემდეგ გავიგებთ. მიმართვა ჩემი აზრით სწორედ არის დაყენებული. ასე უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. ამ ქვეყანაში ნამდვილად არავინ ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს იმხელა მხარდაჭერა, რაც ციფრებში აისახა. ასევე, ამ პოლიტიკური ჯგუფის ხელში ასეთი სერიოზული ბერკეტი, როგორიცაა საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაძლებელია იყოს ბევრი არასწორი გადაწყვეტილების წყარო და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნას საფრთხე", - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ თუ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, პარლამენტში არსებული სხვა იდეა "დღის შუქს" ვერ ნახავს: "შესაძლოა, როდესაც განუსაზღვრელთან მიახლოებული ძალაუფლება გაქვს, ამან ხელი შეგიშალოს. შესაძლოა ჩათვალო, რომ მართალი ხარ ან უბრალოდ იმის სადემონსტრაციოდ გამოიყენო, რომ შენი ოპონენტი არ გიყვარს. მითუმეტეს როდესაც მთელი 4 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" განადგურების მცდელობა იყო, ეს გადაწყვეტილებები კონკრეტული იდეის საწინააღმდეგოდ იყოს, რომ ოპოზიციის არაფერი არ უნდა გავიდეს. ყველაფერი ისე უნდა მოხდეს როგორც მმართველი გუნდი იტყვის. ვინი იცის ვის რა ფანტაზია აქვს", - აღნიშნა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლები პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)