|
2016-10-18 11:54:37, 2134 ნახვა
მსოფლიო
აშშ: ISIS-ი მოსულის მოსახლეობას სავარაუდოდ ცოცხალ ფარად იყენებს
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოსულში მშვიდობიანი მოსახლეობა, შესაძლოა, ცოცხალ ფარად გამოიყენონ, - ამის შესახებ BBC თეთრი სახლის პრესმდივანზე ჯოშ ერნესტზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ერნესტმა აღნიშნა, მებრძოლები სამოქალაქო პირებს დარტყმის ქვეშ უყოყმანოდ დააყენებენ. "როგორც ველოდებით, ისინი უყოყმანოდ დააყენებენ სამოქალაქო პირებს დარტყმის ქვეშ ქალაქის დაცვის დროს. ვვარაუდობთ, რომ ისინი გამოიყენებენ უზნეო და საშიშ ხერხებს იმისთვის, რომ ქალაქი შეინარჩუნონ", - განაცხადა ერნესტმა. ამავე დროს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერაყის შეიარაღებული ძალები უპირატესობას ფლობენ, რადგან მათ აშშ და კოალიციის პარტნიორები ავიადარტყმებით ეხმარებიან. მისივე განმარტებით, აშშ-ის ხელმძღვანეობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია, ეცდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩნოს. "თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ერაყის ძალებმა უნდა გადადონ ეს ოპერაცია შესაძლო ჰუმანიტარული შედეგების გამო, აზრს მოკლებულია", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. გაერო-ს შეფასებით, მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ჰუმანიტარული შედეგები შესაძლოა 1,2 მილიონ ადამიანს შეეხოს. უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია დარჩენილი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში. "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოსულის დაკავებამდე ქალაქში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ექსტრემისტებმა მოსულზე კონტროლი 2014 წელს დაამაყარეს. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთ მებრძოლთა რაზმებთან ერთად მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)