|
2016-10-17 11:36:41, 2169 ნახვა
მსოფლიო
დონეცკში ე.წ. საველე მეთაური მეტსახელად "მოტოროლა" მოკლეს
დონეცკში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაური, არსენ პავლოვი, მეტსახელად “მოტოროლა” მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, პავლოვი საკუთარ სახლში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში პავლოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს. თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ პავლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა. “არსენი დაიღუპა, როდესაც ოჯახთან მიდიოდა საკუთარი სახლის ლიფტში, დაიღუპა აფეთქების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რაც მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ, ვინ დაუკვეთა ეს და ვინ შეასრულა. როგორც მესმის, პოროშენკომ ზავი დაარღვია? კმარა, ზედმეტი ვითმინეთ. დღეს დაიღუპა ჩემი ახლო მეგობარი. მისი სიკვდილი უბრალოდ გამოწვევა არ არის, ეს არის მთელი რესპუბლიკისთვის გამოწვევა”, - განაცხადა ზახარჩენკომ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" წარმომადგენელ დენის პუშილინის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის ლიფტთან ამოქმედდა. მისივე თქმით, აფეთქების შედეგად არიან დაშავებულებიც. "მოტოროლაზე" თავდასხმის მცდელობა მიმდინარე წლის ივნისშიც განხროციელდა. მაშინ აფეთქება დონეცკის ტრავმატოლოგიურ ცენტრთან მოხდა. ცნობისთვის, არსენ პავლოვი, მეტსახელად ”მოტოროლა”, 1983 წელს კომის რესპუბლიკაში დაიბადა. როგორც თავად ამბობდა, რუსეთიდან უკრაინაში 2014 წლის თებერვალში ჩავიდა. საკუთარ თავს მოხალისეს უწოდებდა და მონაწილეობდა რუსეთის მხარდამჭერ აქციებში ხარკოვსა და დონეცკში. დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს ის ბატალიონ “სპარტას” ხელმძღვანელობდა. უკრაინის ხელისუფლება პავლოვს სამხედრო დანაშაულებში სდებდა ბრალს. თავად მოტოროლამ გამოცემა Kyiv Post-თან ინტევრიუში აღიარა, რომ 15 უკრაინელი სამხედრო დახვრიტა. 2015 წლის იანვარში ევროკავშირმა “მოტოროლა” “შავ სიაში” შეიყვანა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)