|
2016-10-14 16:35:57, 1535 ნახვა
სამართალი
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულების სტანდარტი, რომ მათ მიმართ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება იყოს გამოყენებული. „როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პროკურატურა ითხოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, რაც ჩვენი ხედვით არის სრულიად შეუსაბამო კანონის მოთხოვნებთან. ჩვენ შევეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ, რომ არანაირი აღკვეთი ღონისძიება მათ მიმართ არ გამოიყენოს, ვინაიდან ადგილი აქვს, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების თვალთახედვით, მოსახლეობის დაშინებას წინა საარჩევნოდ, რომ მეორე ტურში მოხდეს ამომრჩევლების პასიურობა. თუკი სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე მაინც იმსჯელებს, ალტერნატივის სახით ჩვენ გირაოს შევთავაზებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულების სტანდარტი, რომ მათ მიმართ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება იყოს გამოყენებული. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ორივე სახის ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვთ, როგორც პოლიციის წინააღმდეგობის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელისშეშლის ნაწილში, არის დაუსაბუთებელი. მტკიცებულების სტანდარტი არ არის შესაბამისობაში მოცემულ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან“,- აღნიშნა კონდახაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაცით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეებმა საარჩევნო უბანზე შეჭრა და საარჩევნო ყუთის გატაცება სცადეს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც, პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)