|
2016-10-14 16:28:51, 1171 ნახვა
რეგიონი
ბათუმში "მწერალთა სახლის" რესტავრირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა
ბათუმში "მწერალთა სახლის" რესტავრირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ფონდმა ქართუმ" 5 თვეში მთლიანად განაახლა ამორტიზებული და ფაქტობრივად დანგრევის პირას მყოფი შენობა. 1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები და იყო საფრთხე, ქვეყანას დაეკარგა კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი. საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დეთორაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან და "ფონდი ქართუს" ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ერთად დაათვალიერა რესტავრირებული შენობა და მასში განთავსებული ჟურნალი "ჭოროხის" რედაქცია. მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ "ჭოროხის" გამოცემაც. "ამ ლამაზ და ღირშესანიშნავ დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ აჭარის მწერალთა სახლის ხელმეორედ დაბადება. ეს ისტორიული შენობა საუკუნეზე მეტია ამშვენებს ჩვენს ლამაზ ქალაქს. იგი ისტორიული ძეგლია არამარტო უნიკალური არქიტექტურით, არამედ იმითაც, რომ მის კედლებში იბადებოდა ჩვენი კუთხის შემოქმედება, ნიჭი, ტალანტი, ენერგია. არც ისე დიდი ხნის წინ, ეს უმშვენიერესი ბათუმური შენობა უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა, დღეს კი, როგორც ხედავთ, საამაყო და სანიმუშო მდგომარეობაშია. ამისათვის უდიდესი მადლობა „ქართუ" ჯგუფს, რომელმაც ამ შენობის რეაბილიტაციით ქალაქს გაუცოცხლა კიდევ ერთი ბათუმური შენობა, კიდევ ერთი ისტორია." - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას. ბათუმში მწერალთა სახლის გარდა "ფონდი ქართუ" ბათუმში ახორციელებს დრამატული თეატრის რესტავრაციას და "ბათუმის რაგბის კომპლექსის" მშენებლობას. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრებაც. სარესტავრაციო სამუშაოებს ასოციაცია "ატუ" აწარმოებს.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)