|
2016-10-14 15:40:41, 836 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას მძიმე პოზიცია ექნება
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას ძალიან მძიმე პოზიცია ექნება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შემდეგ, მარნეულში კენჭისყრის ღამეს სერიოზული დაპირისპირების თავიდან აცილება მოხდა. „როცა ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგადაც, ჩვენ მარნეულში, კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, როგორც ჩანს, პროვოკაციულმა ჯგუფებმა დაგეგმეს. ახლა საქმე არის სასამართლოს ხელში, ყველანაირი განცხადება უკვე ზედმეტია. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოს პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს”, - განაცხადა წულუკიანმა. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც ჯიხაშკარში მსგავსი საქციელი ჩაიდინა, ციხეშია და ეს მისასალმებელია. „როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას ექნება ძალიან მძიმე პოზიცია”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)