|
2016-10-13 13:42:18, 622 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოს ყირგიზეთის სახით ერთგული მეგობარი ჰყავს
„საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახით ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორი ჰყავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფ ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო ურთიერთობისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. „ჩვენ მზად ვართ ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და საქართველოს როლს, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, "აბრეშუმის გზასა" და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი. დღეს ასევე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხებზე. მე გავაცანი ბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტები და არსებული ჰუმანიტარულ პრობლემები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახით ჰყავს ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის და დასძინა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას ადასტურებს. „ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩამობრძანებისათვის. დარწმუნებული ვარ თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მადლობელი ვარ თქვენი მოწვევისათვის ყირგიზეთში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)