|
2016-10-13 12:35:54, 2074 ნახვა
მსოფლიო
ევროპული ქვეყნები სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავენ
რამდენიმე ევროპული ქვეყანა სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს, - ამის შესახებ გამოცემა The Financial Times ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, სანქციები შესაძლოა, რუსეთის მაღალი თანამდებობის 12 პირს დაუწესდეს. როგორც მედია საშუალება წერს, ახალი სანქციების დაწესების ინიციატორები დიდი ბრიტანეთს, საფრანგეთი და გერმანია არიან. ეს ქვეყნები შეზღუდვების დაწესებას სირიელი მაღალჩინოსნებისთვისაც ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს სირიაში ვითარების ესკალაციის ფონზე.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)