|
2016-10-12 12:01:49, 2011 ნახვა
მსოფლიო
ადვოკატებმა პარიზის ტერაქტებში ბრალდებული სალაჰ აბდესლამის დაცვაზე უარი განაცხადეს
ადვოკატებმა პარიზის ტერაქტების მომზადებაში ბრალდებული სალაჰ აბდესლამის დაცვაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი უარს აცხადებენ სასამართლოში და გამოძიების მიმდინარეობისას სალაჰ აბდესლამის ინტერესების წარმოდგენაზე. ფრანგულ მედიასთან საუბრისას ფრანკ ბერტონი და სვენ მარი გადაწყვეტილებას განმარტავენ იმით, რომ მათი კლიენტი დიდი ალბათობით სასამართლოში გამოსვლაზე უარს იტვის და დუმილის უფლებას გამოიყენებს. “რას ელით ჩვენგან ასეთ ვითარებაში? ჩვენ თავდაპირველადვე ვთქვით, რომ თუ ჩვენი კლიენტი დუმილის უფლებას გამოიყენებს, ჩვენ მის დაცვაზე უარს ვიტყვით”, - განაცხადა ბერტონმა ფრანგულ ტელეკომპანია BFM TV-სთან ინტერვიუში. კანონით სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ადვოკატმა უნდა დაიცვას. თუ აბდესლამი ახალ იურისტებს ვერ იშოვის, მას ადვოკატს სახელმწიფო დაუნიშნავს. ბელგიელმა ადვოკატმა სვენ მარიმ აბდესლამის ინტერესების დაცვა ბრიუსელში მისი დაკავებიდან დაიწყო. თავდაპირველად მარიმ განაცხადა, რომ აბდესლამი მზად იყო სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის. ადვოკატი ეჭვმიტანილის საფრანგეთში ექსტრადირების გასაჩივრებას გეგმავდა. თუმცა აპრილში ბელგიამ აბდესლამი საფრანგეთს გადასცა, რის შემდეგაც საქმეში მარისთან ერთად ფრანგი იურისტი ფრანკ ბერტონიც ჩაერთო. მედია საშუალების ცნობით, საფრანგეთში ექსტრადირების დღიდან სალეჰ აბდესლამი კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებდა, მათ შორის თავისი ადვოკატების მიერ დასმულ კითხვებზე. შეგახსენებთ, რომ ბელგიაში დაბადებული აბდესლამი საფრანგეთის მოქალაქეა. ის ბრიუსელში 2016 წლის 18 მარტს დააკავეს. აბდესლამი 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებლი თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევა. აბდესლამის დაკავებიდან ოთხი დღის შემდეგ ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტში აფეთქებების სერია მოხდა, რის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა 300-ზე მეტი კი დაშავდა. აბდესლამის დაცვა ამტკიცებდა, რომ მან დაგეგმილი ტერაქტის შესახებ არაფერი იცოდა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)