|
2016-10-11 17:28:41, 964 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს საბოლოო შედეგებით, პარტიების ხმათა რაოდენობა ჯამში 100%-ს აღემატება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის მონაცემები დათვალა, თუმცა შედეგები 100%-ს აღემატება. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების ჯამი 100.02% -ია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები არ გაკეთებულა. ცნობისთვის, ცესკო-ს შედეგების მიხედვით, ბარიერს პარლამენტში მოსახვედრად სამი პარტია ლახავს-„ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“. პროპორციულ ნაწილში ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება-48.67%, ნაციონალური მოძრაობა-27.11%, „პატრიოტთა ალიანსი“-5.01%, თავისუფალი დემოკრატები-4.62%, ლეიბორისტული პარტია-3.14%, ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა-3.53%, დავით „უსფაშვილი-რესპუბლიკელები“-1.55%, პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის-3.45%. დანარჩენმა პარტიებმა ხმების მინიმალური რაოდენობა მიიღეს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)