|
2016-10-11 17:27:45, 810 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს
ესპანეთის მთავრობა საქართველოში 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ესპანეთი ულოცავს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტებს და იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს და გამოწვევებს. ესპანეთი ასევე, გამოხატავს სურვილს, გააღრმაოს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, ასევე ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებას ასოცირების ხელშეკრულების გზით. ესპანეთის მთავრობა მიესალმება საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომლის თანახმადაც, არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ამასთანავე ესპანეთის მთავრობა გმობს ძალადობის სხავადასხვა ინციდენტს და იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო რეკომენდაციები, სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)