|
2016-10-11 14:37:41, 973 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნების შედეგი დღევანდელი საარჩევნო სისტემითაა განპირობებული
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რომ პარლამენტში მხოლოდ სამი პარტია იქნება წარმოდგენილი, დღეს არსებული საარჩევნო სისტემითაა განპირობებული. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. მიშველაძის თქმით, პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ძალისხმევა არ დაიშურა, თუმცა მისი მცდელობის მიუხედავად, საარჩევნო სისტემა არ და ვერ შეიცვალა. „პრეზიდენტმა არჩევნების წინა დღეს იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას ეყოლებოდა მრავალპარტიული პარლამენტი. სამწუხაროდ, პარლამენტში არაა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი. ეს შედეგეი განპირობებულია იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც გვაქვს დღეს, რომლის შეცვლაზე ძალისხმევა არ დაუკლია პრეზიდენტს, მაგრამ მისი მცდელობის მიუხედავად საარჩევნო სისტემა არ და ვერ შეიცვალა“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში პარტიების დაშლა პრეზიდენტს ძალიან სამწუხარო ფაქტად მიაჩნია.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)