|
2016-10-11 13:37:26, 804 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო მინისტრი: ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურგენ ლიგი მოხარულია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონური გავლენიანი გამოცემა „პოსტიმეესი" წერს. სტატიაში გაშუქებულია ესტონეთის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის იურგენ ლიგის ვიზიტი ლიტვაში, სადაც მან საქართველოს შესახებაც ისაუბრა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს. იმედი მაქვს, რომ საქართველო უვიზოდ მიმოსვლას ძალიან სწრაფად მიიღებს", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ესტონეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის და მათთვის რეფორმების გატარების კუთხით ხელშეწყობის საკითხები. „აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, აპირებს განავითაროს ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)