|
2016-10-11 11:05:55, 658 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: აგრესიული რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შემაშფოთებელია
რუსეთის ქმედებებიდან ყველაზე შემაშფოთებელი, მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა. "ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ახალი შესაძლებლობები განავითარეს. მათ განათავსეს უფრო მეტი სამხედრო დანაყოფი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე შემაშფოთებელია ის ფაქტო, რომ ისინი მზად არიან, ძალა გამოიყენონ მეზობლების წინააღმდეგ - უკრაინაში, ყირიმში, ასევე საქართველოში. მათ განათავსეს ძალები მოლოდვაში მოლდოვის მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ უფრო აგრესიულ, უფრო ძლიერ რუსეთს, რომელსაც ძალის გამოყენება სურს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამასთანავე, ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ყურადღება სირიის კონფლიქტის ესკალაციაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის განხრციელების ერთადერთი გზა სანქციების გახანგრძლივებაა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)