|
2016-10-10 15:54:43, 727 ნახვა
პოლიტიკა
ლონდარიძის განცხადებით, თუ გუნდმა უარი თქვა მეორე ტურზე, ის პირადად მიიღებს მონაწილეობას
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ბორჯომი-ასპინძა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, არჩევნები უსაფრთხოების სამსახურებმა მოიგო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება. ლონდარიძის თქმით, ის აპირებს, გააგრძელოს ბრძოლა მაჟორიტარობისთვის. „ეს არჩევნები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა მოიგეს, რომელიც პირადად ემორჩილება ერთ დიდ ბატონს და მოახდინეს ლეგიტიმური უფლების უზურპაცია და ივანიშვილი აპირებს გაიფორმოს, ე.წ. შპს თავის კუთვნილებაში. არჩევნები გაყალბდა. სუს-მა ახალქალაქში ხმები პირდაპირ მიაკუთვნა გედევან ფოფხაძეს. ჩვენ უკვე შეგვაქვს საჩივარი 8 უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით. არჩევნების მეორე ტური იქნება და მე პირადად ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა მაჟორიტარობისთვის“, - განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ. კითხვას - თუ გუნდმა უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, თავად მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ლონდარიძემ ასე უპასუხა: „მე პირადად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. გავაგრძელებ ბრძოლას, როგორც ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)