|
2016-10-10 15:56:24, 713 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ყველა ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე
„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს პარტია ერთპიროვნულად შეიტანს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასურლებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ყველა ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე. „ამისთვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი ფორმატი და ყველა საკითხი სწორედ ამ ფორმატში უნდა იყოს განხილული. ყველა საკონსტიტუციო ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე ნებისმიერ სხვა საკითხს. პრეზიდენტის არჩევის საკითხს ვერ განვიხილავთ სხვა ნორმებისგან იზოლირებულად. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ზოგადად მმართველობის ფორმასთან, რომელსაც გარკვეული მოდიფიკაცია ასევე შეიძლება შეეხოს. ჩვენ წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არც ერთ საკითხზე არა გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს მიღებული ფართო კონსესუსის საფუძველზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)