|
2016-10-10 15:46:08, 918 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. დავით დარჩიაშვილი არ მალავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. თავად დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამომრჩეველთა უფლებების დაცვა გასათვალისწინებელია. „ვერ გეტყვით დღესვე იქნება გადაწყვეტილება, თუ ხვალამდე მოვიცდით. არც ისე მარტივი თემაა. ეს არჩევნები გაყალბდა ისე, რომ ზუსტად ის პროცენტი აქვთ, რაც აბსოლუტურ გამარჯვებას მოუტანდა „ქართულ ოცნებას“. ასე იქნება მეორე ტურშიც, მაგრამ 500 ათასი ამომრჩევლის უფლებების დაცვა გასათვალისწინებელია“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ თავად მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ხედავს: „არა იმიტომ, რომ გამარჯვების იმედი მაქვს ამ პირობებში, მაგრამ ჩვენ უნდა ყველა ნიშა შევავსოთ, ყველანაირი ადგილი გამოვიყენოთ საზოგადოებისთვის ჩვენი სიმართლის მისატანად“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა. რაც შეეხება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს, რომლის თანახმადაც, არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, დარჩიაშვილი ამბობს საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის რთულია იმის გამოვლენა, თუ რა ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და ხმების დათვლის დროს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)