|
2016-10-10 15:00:57, 863 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის
„თავისუფალი დემორკატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ კამპანია დროებით შეაჩეროს. "მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, მე მივიღე გადაწყვეტილება რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკადან", - განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ საკუთარი კანდიდატურა გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან, სადაც პირველადი მონაცემებით, 19,38%-ით მეორე ადგილი უკავია და მეორე ტურში უწევდა მონაწილეობის მიღება, მოხსნა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში. ამ თანამდებობიდან 2008 წლის 4 დეკემბერს გადადგა. ამასთანავე, 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე ალასანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი იყო. 2009 წერლს პოლიტიკოსმა პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დააფუძნა. 2012 წელს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და 2 წლის განმავლობაში თავიდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)