|
2016-10-10 14:55:59, 856 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: არ გამიხარდა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტი არ მოხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "თავისუფალ დემოკრატებთან" 2008-2009 წლებში მათუ გაერთიანება სწორი იყო, 2010 წელს კი მათი დაშლა იყო არასწორი ნაბიჯი. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას არ გაუხარდა რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტი არ მოხვდნენ. ""თავისუფალი დემოკრტების" და "რესპუბლიკელების" გაერთიანება იყო სწორი და ეს გავაკეთეთ ჩვენ 2008-2009 წლებში, მე პირადად სპეციალურად ჩავედი მაშინ ნიუ-იორკში ირაკლი ალასანია მაშინ ჯერ კიდევ გაეროში საქართველოს წარმომადგენელი იყო. შეხვდი მას და მაშინ შევჯერდით იმაზე, რომ ჩვენ ერთად პოლიტიკურ ბრძოლას დავიწყებდით. მაშინ შეიქმნა ალიანსი საქართველოსათვის, ახალ მემრჯვენეებთან და გამყრელიძესთან ერთად, შემდგომ არასწორი იყო ის, რომ ჩვენ 2010 წელს დავიშალეთ. მას შემდეგ ჩვენ ბევრი რამ ერთად ვაკეთეთ, ზოგი რამ ცალ-ცალკე ვაკეთეთ, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთის წარუმატებლობაში დაინტერესებულნი. მე რა თქმა უნდა ყველაზე მეტად საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე არ გამიხარდა და არ მესიამოვნა რესპუბლიკური პარტიის ვერ მოხვედრა პარლამენტში, ამის შემდეგ ყველაზე მეტად არ გამიხარდა და არ მესიამოვნა "თავისუფალი დემოკრატების" ვერ მოხვედრა პარლამენტში. მე მგონია, რომ ეს ხალხი სჭირდება ქვეყანას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება გზები და საშუალებები როდესაც ეს ყველაფერი გაგრძელდება, ერთად, ცალ-ცალკე, ხან ისე, ხან ასე, ამას გვაჩვენებს ვითარება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)