|
2016-10-10 12:51:41, 694 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: არ ვენდობი იმ პროცესს, რა თანმიმდევრობითაც შედეგები ქვეყნდებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის ენდობა იმ შედეგებს, რაც დაიდო, თუმცა არ ენდობა იმ პროცესს, რა თანამიმდევრობითაც შედეგები ქვეყნდებოდა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშკარა იყო დაგეგმილი პროცესი, თავიდან როგორმე დაფიქსირებულიყო ის ციფრები, რაც სოციალურმა კვლევებმა აჩვენა. „ვაღიარებ და ვენდობი იმ შედეგებს, რაც დაიდო. არ ვენდობი იმ პროცესს, რა თანმიმდევრობითაც ქვყენდებოა შედეგები. როგორც მოხდა, ის რომ პირველი 400 უბნის მონაცემები ისე გამოქვეყნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქონდა მაქსიმალური შესაძლო ეგზიტოლში ნაჩვენები, ყველა სხვას ქონდა მინიმალური. შემდეგი ოქმების შეყვანის პროცესში, ნელნელა „ოცნების“ შედეგები ქვევით იწევდა, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვების, მატულობდა. ეს შემთხვევით არ ხდება. ცოტა პოლიტიკური გამოცდილება გვაქვს, ცოტა არ იყოს ინფორმაციაც გვაქვს. მე არ ვამბობ, რომ ცესკო-მ რამე გააყალბა, მაგრამ ნამდვილად ვამბობ, რომ როცა 1000 უბნის მონაცემი დევს, აქედან ჯერ რომელი 300 შემოვიყვანოთ - მერე რომელი, ამაზე ვიღაც ზრუნავს. ეს არ არის სწორი. ვხედავთ სრულიად აშკარა დაგეგმილ პროცესს, რომ თავიდან როგორმე დაფიქსირდეს ის რაც სოციალური კვლევების ამოცანადაა ნაქცევი ამ ქვეყანაში - დაწერილი ციფრებით ადამიანზე მოეხდინათ ზემოქმედება. ცესკო ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)